სამართალი
არჩევნებში მონაწილოება სავალდებულო უნდა გახდეს - შალვა ნათელშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას წინადადებებით მიმართა.
პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა არჩევნების მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.
ასევე, ლეიბორისტების ლიდერის წინადადებით, ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რეფერენდუმის გზით, პარლამენტი დაითხოვოს.
გარდა ამისა, კარგი იქნება თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სავალდებულო გახდება,
ნათელაშვილის თქმით, დასაკანონებელია ნორმა, რომლის მიხედვით, თუ დეპუტატი პარტიულ კუთვნილებას შეიცვლის, მისი სადეპუტატო მანდატი ავტომატურად უნდა გაუქმდეს.
„აუცილებელია, რომ სამუდამოდ გაუქმდეს მაჟორიტარიზმის ინსტიტუტი, ხოლო ცვლილებების მიღების შემდეგ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხალხს უნდა მიეცეს უფლება რეფერენდუმის გზით ნებისმიერ დროს, დაითხოვოს უვარგისი პარლამენტები.
არჩევნებში მონაწილეობა გამოსაცხადებელია სავალდებულო მოვალეობად თითოეული მოქალაქისათვის.
დასაკანონებელია ნორმა, რომლის თანახმადაც, თუ დეპუტატი შეიცვლის პარტიულ კუთვნილებას, მას ავტომატურად უბათილდება სადეპუტატო მანდატიც“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


