პოლიტიკა
არჩევნების შემდეგ პროდასავლური პარტიები ჩამოინგრა - გიორგი ახვლედიანი
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ბევრი „დანგრეული“ პარტია ცდილობს ერთი პარტია მაინც შექმნას.
“არჩევნების შემდეგ ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური პარტიები ჩამოიშალნენ. ზოგი გაიქცა, ზოგი წავიდა სადღაც და ახლა ცდილობენ ბევრი დანგრეული პარტიიდან ერთი მაინც შექმნან, აქ უჩვეულო არაფერია და ეს ბუნებრივიცაა. ეს თემა სერიოზულ განხილვას საჭიროებს, „დემოკრატიული მოძრაობაც“ არ გამორიცხავს იდეოლოგიურად თანხვედრ ძალებთან კონსულტაციებს, თუმცა ამაზე ჯერ საუბარი არ არის, ეს სავარაუდოდ შეიძლება ვიხილოთ 2017 წლის გაზაფხულიდან და პროცესები თავად გვიკარნახებენ თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ,” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ბურჯანაძის გუნდის წევრი დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მომავლითაც დაინტერესდა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს „რესპუბლიკელებისგან“ მკაფიო გამიჯვნა ურჩია.
“უსუფაშვილმა უნდა დაიწყოს სოლო კარიერა, ვიდრე მას აქვს შერჩენილი პარლამენტის თავმჯდომარის იმიჯი, იგი უნდა გაემიჯნოს უკვე კარგად „გასვრილ“ რესპუბლიკელებს და ან დამოუკიდებლად ან სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად განაგრძოს პოლიტიკური კარიერა,“-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


