პოლიტიკა
არჩევნების შემდეგ დასრულდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა და დაიწყება ქართული ოცნების გაყოფა - დავით უსუფაშვილი
უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა და არა ადამიანები ამ მანკიერ სისტემაში. მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. ყველა ამომრჩეველს ვთხოვ, მე კი არ მომცეს ხმა, ხმა მისცეს საკუთარ შეხედულებებს, რომელიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა, ხმა მისცეს საკუთრ თავს და საკუთრ ადგილს საზოგადოებაში, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ამომრჩევლისადმი მიმართვისას.
საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა.
„მინდა, საქართველოს მოსახლეობას ვუთხრა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ვიცით ამ არჩევნების პოლიტიკური შედეგი. არჩევნების შემდეგ დასრულდება ნაციონალური მოძრაობის გაყოფა და დაიწყება ქართული ოცნების გაყოფა. ჩვენ მოწმენი ვიქნებით, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი და საპრეზიდენტო არჩევების ფინიში საპარლამენტო არჩევნების სტარტი იქნება. ხვალ ხმის მიცემისას ვიფიქროთ მომავალ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


