პოლიტიკა
არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, კოალიცია - „კანონი და სამართალი“ გამოჩნდება - თაკო ჩარკვიანი
პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ახალი პარტია გამოჩნდება სახელწოდებით „კანონი და სამართალი“. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ის მხოლოდ კარგს ხედავს ექსპერტ გია ხუხაშვილის იდეაში მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ.
„ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი, თუ ამაზე საუბრობს. ყველას აქვს ამის უფლება და მხოლოდ კარგს ვხედავ. მე უბრალოდ იმაზე ვისაუბრებ, ჩვენ რას ვაკეთებთ. მე დავაანონსე კიდეც ცოტა ხნის წინ, უბრალოდ არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, მესამე პოლიტიკური ძალის იდეა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამის განხორციელება შესაძლებელია.
„ახლა მეორე ტურია. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვისა და ზურაბიშვილის გვერდით დგომა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


