პოლიტიკა
არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა პოლიტიკოსების შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’
საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას მთლიანობაში არ მიუღწევია ისეთი მასშტაბებისთვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე, - აცხადებენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში’’, რომლის წარმომადგენლებმაც დღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 30 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს.
ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აღვიშნავენ, მაინც დაფიქსირდა რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ ინფორმაციით, აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების თვალასრიზით, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა 8 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურამდე არსებულ პერიოდში, როდესაც დაფიქსირდა აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების ათზე მეტი შემთხვევა.
,,კერძოდ, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ პოლიტიკური ნიშნით მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე. ასეთი განცხადებების სიხშირის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ სათანადო რეაგირება’’, - აცხადებენ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.’’
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, არჩევნების პროცესზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების შესახებ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდებოდა სხვადასხვა ვებგვერდის მეშვეობით.
,,მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოებმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასრულეს გამოძიება წარმატებულად და ვერ მისცეს პასუხისგებაში ამ ჩანაწერების ავტორი ანდა გამავრცელებელი’’, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის თანახმად, აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას გამოიკვეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, წინასაარჩევნოდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ხშირად კეთდებოდა განცხადებები მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო კანდიდატებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.
რაც შეეხება სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში’’ აცხადებენ, რომ ზოგიერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასამართლიანი ან კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
,,ამ კუთხით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ მიღებული უფასო სარეკლამო დროის განაწილების ახალი წესი, ცესკოს ორი დადგენილება და ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოყოფის შესახებ’’, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანგარიშის თანახად, აღსანიშნავია მმართველი პარტიის „ქართულ ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბური მობილიზება, რასაც, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ჰქონდა ადგილი.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა უკანონო აგიტაციის ბევრი ფაქტი, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობის’’ განცხადებითვე, არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის წინ განსაკუთრებით გახშირდა სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება ვიდეორგოლებით, მოკლეტექსტური შეტყობინებებითა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
,,რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ანუ სიტუაციას, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ისეთი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება ხდება, რომლებიც ძირითადად ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის გამიზნული, აღსანიშნავი იყო ცენტრალური ხელისუფლების ორი ინიციატივა: ა) პენსიების მატება პირველი ივლისიდან და ბ) მაღალმთიანი დასახლებებისთვის პირველ სექტემბერს ამოქმედებული შეღავათები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მსგავსი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება აღარ დაფიქსირებულა’’, - აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში.’’
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


