პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს ჩატარებას კანონმდებლობა არ ზღუდავს - ცესკო
არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, ის სამუშაო დღეს ჩატარდეს.
„მედიანიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განმარტა, რომ არჩევნების მეორე ტურის დღე მოძრავი თარიღია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეს შეაჯამებს ცესკო პირველი ტურის არჩევნების საბოლოო შედეგს.
მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური ცესკოს მიერ არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამების დღიდან ზუსტად 2 კვირის თავზე ინიშნება და კვირის რა დღეც მოუწევს, არჩევნები იმ დღეს ჩატარდება.
,,კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებს არჩევნების შედეგები ოლქში უნდა შეეჯამებინათ არაუგვიანეს 8 ნოემბრისა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გუშინვე დაასრულეს მუშაობა და შეაჯამეს არჩევნების შედეგები.
რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, კანონმდებლობის თანახმად, ბოლო ვადა 17 ნოემბერს არის, თუმცა რა თქმა უნდა, თუ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რაც არის გაწერილი კანონმდებლობით იქნება დროულად შესრულებული და დასრულებული, საუბარია გასაჩივრების პროცედურებზე, ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია გამართავს სხდომას 17 ნოემბრამდეც და დაინიშნება არჩევნები. ანუ, თარიღი პირდაპირ არის მიბმული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შეჯამებასთან. რა დღეც მოუწევს შეჯამებას, შეჯამებიდან 2 კვირის თავზე ინიშნება მეორე ტურები.
შესაბამისად, შეჯამების ვადაზეა დამოკიდებული, როცა შეაჯამებს, შეჯამების დღიდან 2 კვირის თავზე ჩატარდება მეორე ტურის არჩევნები. ეს არის მოძრავი თარიღია. კანონმდებლობის თანახმად, პირველ ტურთან დაკავშირებით არის გაწერილი, თუმცა მეორე ტურთან დაკავშირებით არჩევნების ჩატარების დღესთან დაკავშირებით მსგავსი რეგულაცია არ არსებობს“, - განუცხადა „მედიანიუსს“ ანა მიქელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ზე ზეწოლას ახდენს და საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში - 27 ან 28 ნოემბერს გეგმავს.
სააკაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი ყველა ხერხს მიმართავს, რათა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი ვაშაძის ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


