პოლიტიკა
არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რომელიც მოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა - მამუკა ბახტაძე
არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რომელიც მოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტი არის „ქართული ოცნება“ და მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამის დემონსტრირებას ყოველდღიურად ახდენს.
„არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რომელიც მოიტანა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა. საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტი გახლავთ „ქართული ოცნება“. 2012 წლიდან ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამის დემონსტრირებას ახდენს ყოველდღე. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ გარკვეულ მოსაზრებებს და იმ ძალების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ფორსირებას რომ უკეთებენ საზოგადოების ცნობიერებას - ვერავინ ვერ გაბედავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას. ამის იმედი ნუ ექნებათ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ პიროვნული შეურაცხყოფა და შეტევა გრძელდება, რაც მისი თქმით, სრულიად მიუღებელია.
„აქვე მინდა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო, რომ სრულიად მიუღებელია, რასაც ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალს. მე დღესაც მომიტანეს ძალიან ბევრი მაგალითი თუ როგორ მიდის პიროვნული შეურაცხყოფა და შეტევა ჩვენს მხარდამჭერებზე.
ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც მუდმივად იდგა ძალადობრივ მექანიზმებზე. ასეთი საკითხები, მეგობრებო, ნამდვილად ვერ იქნება დღის წესრიგში. „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და დემოკრატიის გარანტი. შესაბამისად, ყველა ველოდებით მეორე ტურს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


