პოლიტიკა
არჩევნების დღე მშვიდ გარემოში გაიმართა და დამკვირვებლებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა - იგნასიოს სანჩეს ამორი
არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა, რომ კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად მიეღოთ მონაწილეობა, ხოლო ამომრჩევლებს შეეძლოთ, ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ - ამის შესახებ ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იგნასიო სანჩეს ამორმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პირველი ტურის შემდეგ, გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა ყველა უფლება არ იყო დაცული.
,,ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა იმგვარად, რომ პატივს სცემდნენ ამომრჩევლისა და კანდიდატების უფლებებს.მოკლევადიან პერიოდში მასმედიის გაშუქება იყო უფრო დაბალანსებული. არჩევნების დღე მშვიდ გარემოში გაიმართა და დამკვირვებლებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. კომისიის წევრები უკეთესად იყვნენ მოზადებულნი“, - განაცხადა იგნასიოს სანჩეს ამორმა და აღნიშნა, რომ რაც შეეხებოდა საარჩევნო დავების განხილვას, ყველა უფლება არ იყო დაცული საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანა გომესმამაც. მისი თქმით, ეს იმან განაპირობა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის არ არის მკაცრად განსაზღვრული, თუ როგორ უნდა გაიმართოს მეორე ტური. ანა გომესი გამოეხმაურა ზეწოლის სავარუდო ფაქტებსაც და აღნიშნა, რომ შესაბამისმა უწყებებმა ამას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ.
,,საოლქო-საარჩევნო კომისიებში ბევრი საჩივარი იქნა წარმოდგენილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ნამდვილად არ იყო სრულყოფილი იმისათვის, რომ ყველა ეს სარჩელი შესაბამისად ყოფილიყო განხილული. ზოგიერთ შემთხვევაში საკითხი დადგა ისე, რომ გაუქმებულოყო საოლქო-საარჩევნო კომისიის შედეგები, ასევე გამოვლინდა შეუსაბამობები საარჩევნო კოდექსთან, რამაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა შეამცირა. ჩვენ ასევე შევშფოთდით იმის გამო, რომ ზეწოლის ბევრი შემთხვევის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. გვინდა, რომ შესაბამისმა უწყებებმა საკითხებს სათანადო ყურადღება დაუთმონ და უზრუნველყონ, რომ ამგვარი მუქარა არ განხორციელდეს“, - განაცხადა ანა გომესმა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


