პოლიტიკა
არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პარტიებმა 8,835,900.00 ლარი დახარჯეს
არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს.
აღნიშნულის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, მიღებული ანგარიშებისა და დეკლარაციების ანალიზის შედეგად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6-კვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 6,983,756 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 646,775 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 507,730 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 202,811 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 75,892 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 66,084 ლარი.
აქედან რეკლამისთვის გახარჯულია 5,805,562.00 ლარი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 4,939,306 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 396,347 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 345,862 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 285,250 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 95,300 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ - 28,747 ლარი.
ანგარიშის თანახმად, ჯამში მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი, კერძოდ, „ქართული ოცნება“ - 173,420 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 135,036 ლარი, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისულებისთვის“ - 78,844 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 20,135 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, - 16,293 ლარი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


