პოლიტიკა
არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ აყენებს ეჭვქვეშ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების ლეგიტიმურობას.
„უცნაური არათანმიმდევრულობა არის მათ პოზიციებში. ჩვენ სხვა რაღაცებს ვისმენდით მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. პრეზიდენტი არჩევნების ლეგიტიმურობასა და არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არანაირი სერიოზული კითხვები არ შეიძლება არსებობდეს. ეს არის დადასტურებული უკვე მთელი მსოფლიოს მიერ“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას აზრით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონია თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში არ უნდა იმართებოდეს, რადგან ზურაბიშვილს მოსახლეობისგან სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ამის შესახებ დეპუტატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა, რა პრობლემაა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოიცხადა ჩვენმა მოსახლეობამ“,- განაცხადა ლომიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


