საზოგადოება
არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს - პაატა იმნაძე
არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ გრიპით ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი დეკემბრის ბოლოდან იზრდება.
„არავითარ ეპიდსიტუაციაზე საუბარი არ არის, იმიტომ, რომ ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს. ეპიდემიური ზღვარი კი 100 000 მოსახლეზე 400-ია ხოლმე. მთავარია, რომ დაავადების მქონე პირი არ წავიდეს სამსახურსა და სკოლაში, ბაღში. ვისაც დაავადება უფრო მძიმე ფორმაში აქვს ხოლმე, როგორც წესი, ის წევს, მაგრამ ვისაც მსუბუქი ფორმა აქვს, ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დადიან და გრიპის ვირუსს ავრცელებენ. გრიპის ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ექიმს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ. მათივე ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


