უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2026 16:54
font-size

არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ - ირაკლი კირცხალია

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების შეშფოთება, „რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია“.

„მსურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მკაფიო მაგალითს ე.წ. შეშფოთებების სერიიდან. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს მკაფიო პოზიცია აქვს - სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ კონკრეტული ინსტიტუციები და ორგანიზაციები, რომლებიც, რეალურად, თანამშრომლობისკენ უნდა იყვნენ მიმართული, არასასურველი პოლიტიკური ოპონენტების დასჯის მექანიზმად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები იმაზე უკეთაა დაცული, ვიდრე მოსკოვის რუსული მექანიზმის ამოქმედების ინიციატორი ქვეყნების დიდ ნაწილში, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი გვერდით რომ გადავდოთ, შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის, მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო შვედურ მხარეს - რასაკვირველია, ზოგადად, მადლობლები ვართ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღებას გამოხატავთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ თქვენი შეშფოთება, რომელიც არაობიექტურ ინფორმაციას ეფუძნება, აბსოლუტურად უსაგნო და არარელევანტურია. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია. მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება.

იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ, თქვენს მსგავსად, ჩვენც შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი? მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი. შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა. გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას. ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად.

თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.

დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კირცხალიამ.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი