უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 მარტი, 2026 16:08
font-size

არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია - ირაკლი კირცხალია

დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს „იმედის“, „პოსტვის“ და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე აბსურდული და კატეგორიულად მიუღებელი თავდასხმის შემდეგ, რასაც ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტვისთვის“ სანქციების დაწესება მოჰყვა, არც ბრიტანეთის, არც საქართველოში მათი ელჩის მხრიდან საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ერთ რეალური არგუმენტიც კი, რაც ამ სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებდა. მეტიც, ამ აბსურდის მტკიცებულებად საზოგადოებას არათუ არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია, არამედ პირიქით, დღეს უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად, ერთი შეხედვითაც აშკარაა. მით უმეტეს, ის სამარცხვინო ფორმულირების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, თითქოს ქართული ტელევიზიები უკრაინაში დესტაბილიზაციას ახდენდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება „ომის წამქეზებლად“. უკრაინელი ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებით, კერძოდ, ბატონი არახამიას განცხადებით, ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების მერე კიევს ეწვია და უკრაინელებს მოუწოდა, ხელი არაფერზე მოეწერა და უბრალოდ, ებრძოლათ. არადა ამ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თავად ჯონსონის მტკიცებითვე, 2016-2022 წლამდე არასდროს არსებულა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა მრავალი სახელმწიფოს ვეტოს. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა, ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარი საკითხი იყო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია. დღეს ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად, არ აქვს ეკონომიკური ზრდა და მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი უდიდესი საფრთხეს უქმნის, საქართველოს მართალ სიტყვა უწუნებს...

როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სუვერენიტეტისთვის და მშვიდობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას,“ - განაცხადა კირცხალიამ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი