უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ნოემბერი, 2018 12:28
font-size

,,არათუ იბერია ტვ-ს საქმეზე, არამედ არცერთ სხვა საქმეზე ზურაბ ადეიშვილისგან უკანონო დავალება არ მიმიღია` - გიორგი ლაცაბიძე სასამართლოს წინაშე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.

სასამართლოში გუშინ საღამოს გამართულ სხდომაზე მოწმის სახით საქმეზე ბრალდებული, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლაცაბიძე დაიკითხა.

ბრალდებულმა გაიხსენა 2004 წლის დასაწყისი და ის, თუ როგორ მოხვდა ,,ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების საქმე გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.

ლაცაბიძის თქმით, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობა მან 2004 წლის 15 იანვარს დაიკავა და მალევე უწყებაში შევიდა ,,ომეგა ჯგუფის" სისხლის სამართლის საქმე.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, საქმე გადასახადების თავიდან არიდების ფაქტს შეეხებოდა და მისი გამოძიება თავდაპირველად სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში დაიწყო, 2004 წლის თებერვლის დასაწყისში კი, უწყების ხელმძღვანელის ვალერი ხაბურძანიას მხრიდან გენერალურ პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილისადმი მიმართვის საფუძველზე გადმოეცა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

ლაცაბიძის განცხადებით, გენერალურ პროკურატურაში ,,ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მიღებული საგადასახადო აქტის მიხედვით, დადგინდა, რომ ადგილი მართლაც ჰქონდა კომპანიების მხრიდან გადასახადების არადროულ და არასრულ გადახდას. მისივე თქმით, საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი შემოწმების აქტების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი დევნა განხორციელდა ხელმძღვანელი პირების მიმართაც. თუმცა, როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, მას ზუსტად არ ახსოვს, კონკრეტულად ვის მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა.

გიორგი ლაცაბიძის განცხადებით, გარდა ხსენებული საგამოძიებო მოქმედებებისა, მას არანაიარი შეხება არ ჰქონია ,,ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიების - არც ,,ომეგა 2"-ის, არც „ოჯთ“-ის და არც ტელეკომპანია ,,იბერიას" ხელმძღვანელობასთან.

ბრალდებულმა სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემისას უარყო ,,ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელ ლევან აღდგომელაშვილთან (რომელიც იბერია ტვ-ს ლიცენზიის იძულებით საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა) შეხვედრის ფაქტი.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მასთან წილების დათმობის საკითხზე შეხვედრა და საუბარი შედგა, ის პირველად 2015 წელს, ინტერნეტში გაეცნო.

,,არანაიარი შეხვედრა მე არავისთან არ მქონია და სრულიად შეუსაბამოა სიმართლესთან, თითქოს მე ვიღაცას შევხვდი რაიმე კომპანიის წილებთან დაკავშირებით. არათუ ამ საქმესთან, არამედ არანაირ საქმესთან დაკავშირებით ლევან აღდგომელაშვილთან შეხვედრა არ მქონია არასდროს და ვიზუალურადაც აღდგომელაშვილი, როდესაც სასამართლოს წინაშე დაიკითხა, მაშინ ვნახე პირველად. ინტერნეტით გავიგე პირველად, რომ თითქოს ამ ყველაფერში ვმონაწილეობდი", - განაცხადა გიორგი ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, არანაირი შეხვედრა არ შემდგარა, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომელსაც ლევან აღდგომელაშვილი და ,,ომეგა ჯგუფის" საქმის გამომძიებელი ბაკურ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

,,კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, გამოვრიცხავ, იბერიის საქმესთან დაკავშირებით რაიმე საუბარს", - აღნიშნა ბრალდებულმა.

რაც შეეხება იბერია ტვ-ის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის საკითხს, ლაცაბიძის თქმით, ადეიშვილმა აღნიშნული თანამდებობა 2004 წლის მაისის შემდეგ და მისი ხელმძღვანელობის დროს უკანონო დავალებას ადგილი არ ჰქონია, მათ შორის არც კონკრეტულად იბერია ტვ-სთან მიმართებაში.

,,არასდროს მისგან არათუ ამ საქმეზე, არამედ არცერთ სხვა საქმეზე არანაირი უკანონო დავალება არ მიმიღია და არც მსმენია ვინმეს შესახებ, რომ მისთვის რაიმე უკანონო დავალება მიეცეს. ჩემთვის უცნობია ამის შესახებ", - განაცხადა ლაცაბიძემ.

სასამართლო სხდომაზე პროკურორი ემზარ გაგნიძე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა გიორგი ლაცაბიძეს სამსახურებრივი შეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარესთან, დიმიტრი ქიტოშვილთან, (რომელიც ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმეა) მათ შორის იბერია ტვ-ს საქმესთან დაკავშირებით.

,,სამსახურებრივი ურთიერთობა რომ მქონოდა, ეგეთი არ მახსენდება, მაგრამ ნაცნობთან რომ ურთიერთობა გქონდეს, მაგას ვერ უარვყოფ", - აღნიშნა ბრალდებულმა პროკურორის საპასუხოდ.

მან ასევე დაადასტურა სასამართლოს წინაშე, რომ ნაცნობობა აკავშირებდათ დიმიტრი ქიტოშვილსა და ზურაბ ადეიშვილსაც. მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილი დაინტერსდა, ყოფილა თუ არა შეხვედრა, რომელშიც მონაწილობდნენ ზურაბ ადეიშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი და თავად, გიორგი ლაცაბიძე. აღნიშნულის პასუხად, გიორგი ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა.

ბრალდებულ გიორგი ლაცაბიძის დაკითხვით, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. საქმეზე მომდევნო სხდომა 19 დეკემბრის 17:30 საათისთვის ჩაინიშნა. პროცესი მხარეების დასკვნითი სიტყვით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი