პოლიტიკა
არასწორია ასე გვერდზე გადაგდება, რომ ახალაია სულ ორჯერ მყავს ნანახი და მეგის ქარდავას არ ვიცნობ - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილზე
„ასე გვერდზე გადაგდება, რომ ახალაია სულ ორჯერ მყავს ნანახი და მეგის ქარდავას არ ვიცნობ, არასწორია“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის არ იცნობს უკრაინაში დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ მეგის ქარდავას.
თბილისის ექს-მერის თქმით, სააკაშვილს არ აქვს უფლება, თავიდან აიცილოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„მე ვთვლი, რომ არასწორია. ცნობით არც მე არ ვიცნობ იმ ადამიანს [მეგის ქარდავას], მაგრამ ფაქტია, იმ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ჩვენზე, ვინც ვიყავით ხელისუფლებაში. მე საერთოდ მერი ვიყავი, საერთოდ არაფერში არ მეხებოდა, მაგრამ მე ეს მტკივა, ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ეს მიშას პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ ასე გვერდზე გადაგდება, რომ ახალაია სულ ორჯერ მყავს ნანახი და მეგის ქარდავას არ ვიცნობ, არასწორია. ამას ჩვენც არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მე მეტი უფლება მაქვს, ეს გავაკეთო. ამას არ ვაკეთებ, ამიტომ განსხვავებაც ზუსტად ეგაა და მაგიტომაც გავიყავით.
მე ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მე ეს მტკივა და მე მინდა, რომ ეს თვითონ გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს „ქართული ოცნება““, -თქვა უგულავამ გადაცემა „360 გრადუსში“.
უგულავას შეფასებით, მმართველმა გუნდმა სასამართლო არა სამართლის აღსადგენად, არამედ შურისძიებისთვის გამოიყენა.
„ოცნებამ“ სასამართლო გამოიყენა მარტო შურისძიებისთვის, მარტო პომპისთვის, მარტო ჩვენებისთვის, თუ რა ცუდები არიან ისინი [ყოფილი მთავრობა]. არ გამოუყენებიათ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის, არადა შანსი იყო, იყო 2012 წელს , რომ ამ სიგიჟეში არ შესულიყო, სასამართლო რომ არ მიგვეშვა, მაგრამ საპირისპირო მოხდა. რა გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ხო ნახეთ?
ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორება არ გამოვა და არაა ეს გულწრფელი. გულწრფელია, როცა ჩვენ გვტკივა და ჩვენ გვინდა ეს გამოვასწოროთ. ვიღაცები კი თვლიან, რომ ნაცარი თავზე არ უნდა დავიყაროთ. მაგრამ ეს არაა ნაცრის ყრა“, -აღნიშნა უგულავამ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


