პოლიტიკა
არასწორი იქნება, რომ წევრი წავიდეს გუნდიდან, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი პოლიტსაბჭოში - გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძეზე
„ქართული ოცნების“ წევრის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, არასწორია გუნდიდან წევრის გაშვება განხილვის გარეშე.
დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული პიროვნული წყენის ფონზე.
„მძაფრი შეფასებები, მათ შორის ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. საჭიროა, ლოგიკური, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე და გუნდში უნდა იყოს ამაზე კონსულტაციები. მაქსიმალურად ეფექტიანი ფორმატის შექმნაა მნიშვნელოვანი, რომ არანაირი წინააღმდეგობრივი პოზიცია, რომელიც შიგნით შეიძლება არსებობდეს, არ გახდეს საჯარო განსჯის საგანი და ამოიწუროს გუნდში. ამის რესურსი გუნდს გააჩნია და არასწორი იქნება პრეცენდენტის დაშვება, რომ წევრი წავიდეს გუნდიდან, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი პოლიტსაბჭოში. მაქსიმალურად შევეცდები, ვისაუბროთ ამ საკითხებზე და გამოვნახოთ საერთო ენა. არავითარ შემთხვევაში, პიროვნული წყენის ფონზე არ უნდა იყოს არანაირი გადაწყვეტილება მიღებული. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ერთიანობა და გამოწვევები, რაც არის გუნდის წინაშე, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი წყენა“, - თქვა ფოფხაძემ.
მისივე თქმით, დავით ჭიჭინაძის გუნდში დაბრუნება ფორმალურად შესაძლებელია.
„ფორმალურად, პოლიტსაბჭოს შეუძლია, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მგონი, ყველაზე ცოტა, მსჯელობის საგანი უნდა იყოს, რადგან მიღებული გადაწყვეტილების ფორმა, მაინც არ იყო სასურველი. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და თუ პოლიტსაბჭოზე განხილვა იქნება, მას ექნება შესაძლებლობა თავისი პოზიცია გამოხატოს“, - განაცხადა ფოფხაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


