უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 მარტი, 2018 14:45
font-size

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე სამუშაო ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსჯულების კოდექსის კომენტარების მომზადების საკითხზე სამსჯელოდ, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უძღვებოდა, რომელმაც სტუმრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების მომზადების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ თავისი ხედვა გააცნო, მართლმსაჯულების 2017-2021 წლების განახლებული რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორცილების კონტექსტში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველ მოსამართლეებსა და სასამართლო რეფორმის მხარდამჭერი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

შეხვედრის მონაწილეებმა შეხვედრაზე წარდგენილი სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის, მოსამართლე რენატე ვინტერისა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ლაილა ომარ გადის მოსაზრებები მოისმინეს, სამუშაო ჯგუფის შექმნისა და წევრთა შორის ფუნქციებისა და მიმართულებების განაწილების თაობაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე სამუშაო ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც დასრულებული ვარიანტი განსახილველად წარედგინება, ჯერ უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, ხოლო შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი