უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 თებერვალი, 2019 14:45
font-size

არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ უწყებების მიერ განისაზღვრება კონკრეტული გეგმა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე დღეს, „თბილისი მერიოტში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და გაუზიარა სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც საჭიროებს კოორდინირებულ მუშაობას სხვადსხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

დღეს, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით, იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და პრობლემები მოვაგვაროთ, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა უფრო მეტად პრევენციული მიმართულებით. უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს, არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმიტომ, რომ ამ ნაწილში პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ნაკლებად ეხება, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, როგორიც არის მაგალითად განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ასევე მოვუწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადონ. ბუნებრივია არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური, არამედ მთელი ის ექსპერტული ცოდნა რაც აქვთ, რომ მოახმარონ ამ მიმართულებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია არასრულწლოვნებს შორის დანაშაული, ძირითადად ეს გახლავთ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენ მომავალში აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც კანონის გამკაცრება მოუწევს სახელმწიფოს. პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

კანონის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება იმიტომ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომლექსურია ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა.

გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასახვეწია რეფერირების მექანიზმი.

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მოზარდი მოდის, უკვე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, საკითხის ასე დასმა, როგორი უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება, როდესაც არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ - არასწორია. უფრო სწორია დავსვათ კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დანაშაული არ ჩაიდინონ არასრულწლოვნებმა. ამიტომ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე. უწყებები შეიკრიბებიან, უკვე განისაზღვრება კონკრეტული გეგმა და უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი