უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2018 17:20
font-size

არასერიოზული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიცური და სასაცილოა ქალთა მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები - დიმიტრი გაბუნია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულ, არაკომპეტენტურ, არაკვალიფიცურ და სასაცილო უწოდა. გაბუნიას თქმით, არ შეიძლება მისი გაიგივება სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ზვიად დევდარიანთან, რომლის ინტერესებს ის იცავდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა საარჩევნო პერიოდში სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო.

„ერთხელ და სამუდამოდ რომ დავასრულოთ ინსინუაციები ამ ყოველგვარ ცრუ ბრალდებებზე. ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტური განცხადება. გაეროს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ გაიგივებულია, თითქოს,მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ ან არ ვიზიარებ მის პოზიციას.

რაც შეეხება იმ აზრს, თითქოს მე როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ხელს შევუშლი სექსუალური უმცირესობების კანონპროექტს და ა.შ., მე ისინი მინდა დავამშვიდო. საპარლამენტო მდივანს ამ კანონპროექტზე რაიმე სახის გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

დაანებონ თავი ორმაგი სტანდარტებით განცხადებების კეთებას. არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში ეს ხალხი არცთუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. არასერიოზული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიცური და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი, სადაც იქნება გადაცილებული, ისინი მიიღებენ სამართლებრივ პასუხს“, - განაცხადა გაბუნიამ.

საპარლამენტო მდივანმა ასევე გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.

„დიმიტრი ცქიტიშვილი ვინ არის, უკაცრავად? საბედნიეროდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის - ეს მის კომპეტენციას სცილდება. მე ბატონ დიმიტრის ვთხოვ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში „ქალთა მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მოუწოდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას გადახედოს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი