კომენტარი
არასერიოზულ საქმედ მიმაჩნია ამ ჩანაწერების მიხედვით, დასკვნების გაკეთება - ზვიად ძიძიგური “ომეგა ჯგუფის” საქმეზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით რომან კაკულიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მისი თანაგუნდელი ამბობს, რომ არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ.
„რომან კაკულიას თავისი ემოცია, თავისი შეხედულება აქვს, მე ჩემი. მიმაჩნია, რომ ჩანაწერების მიხედვით, სერიოზული დასკვნების გაკეთება არასერიოზულია. ისეთ ტიპის პროტესტი მაქვს შინაგანად მთელი 9 წლის განმავლობაში სულ ჩანაწერი გამოვარდებოდა და მერე ამას რაღაც უბედურებები მოჰყვებოდა ხოლმე, წინა ხელისუფლების პირობებშიც. ახლაც უნდა გითხრათ, რომ ამ ჩანაწერების მიხედვით, დიდი გათვლების გაკეთება და სურათების დახატვა ჩემი აზრით, არ არის სწორი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ რამე იქნება ხელშესახები და თუ პროკურატურა მიაკვლევს, რომ არის კანონის დარღვევა ან გადაცდომა, ამის შემდეგ მე ოფიციალურად, როდესაც იქნება პასუხი, მერე მივაქცევ ყურადღებას. ჩანაწერები აკეთოს, მერე კომბინაციები, პირადად არასერიოზულ საქმედ მიმაჩნია ამ ჩანაწერების მიხედვით, დასკვნების გაკეთება,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან" შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაზეც თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
საქმე 180-ე მუხლითაა აღძრული, რაც თაღლითობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


