პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ,,ქორთიარდ მარიოტში’’ შეხვედრა გამართა. ისინი საარჩევნო კოდექსში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობაზე მსჯელობენ.
ერთადერთი საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციას უერთდება, ,,საქართველოს პატრიოტთა’’ ფრაქციაა.
შეხვედრის მონაწილის, ,,დემოკრატიული მოძრაობის’’ წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საარჩევნო გარემოზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მიზანი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ლობირებაა.
,,ახალი ფორმატი, რომელიც შედგება უკვე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისგან და არის საარჩევნო გარემოზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო ამ პარტიებისა, მიზნად ისახავს ძალიან კონკრეტული შედეგის მიღწევას. ეს არის პირველ რიგში, ლობირება იმ საკონსტიტუციო პროექტისა, რომელიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. მეორე საკითხი, ეს არის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საკანონდებლო რეგულაციების შემუშავება. მესამე საკითხია, რომ ძალიან კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური სპექტრი, თუ როგორ უნდა მოხდეს, პრეზიდენტის არჩევა’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ახვლედიანმა.
თავის მხრივ, როგორც ,,თავისუფალი დემოკრატების’’ წევრმა, შალვა შავგულიძემ აღნიშნა, ეს იყო ამ ფორმატის პირველი შეხვედრა და შესაბამისად მსჯელობა ჯერ კიდევ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხებოდა.
,,ჯერ შეიძლება მხოლოდ ზოგადად თქმა, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიქმნას სამართლიანი’’, - განაცხადა შავგულიძემ.
შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, ,,ახალი მემარჯვენეების’’ წევრის, მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, იყო მსჯელობა, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება შემდგომში საარჩევნო გარემოზე მომუშავე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების ყურადღების საგანი.
,,ძირითადში ეს ისევ და ისევ რჩება საარჩევნო სისტემა, ოღონდ ის არ შეეხეება მარტო საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაწილში და ვიმუშავებთ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილშიც’’, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


