პოლიტიკა
არასაპარლამენტო ოპოზიციამ „ლიდერთა საბჭო“ ჩამოაყალიბა
არასაპარლამენტო ოპოზიციამ „ლიდერთა საბჭო“ შექმნა. პოლიტიკოსები ამ ფორმატში მოამზადებენ სამოქმედო გეგმას, რომლის პრიორიტეტული საკითხია საკონსტიტუციო ცვლილებები.
ახლადშექმნილი საბჭოს წევრმა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ასევე იმუშავებს მიახლოებული არჩევნებისა და შესაძლო გაყალბების თემებზე.
„კონსტიტუცია, რომლის მიღებაც ოცნებას უნდა, არის არალეგიტიმური და ის საქართველოში ვერ იმუშავებს. მეორე საკითხი, რაზეც ჩვენ იდეოლოგიური გასხვავებების მიუხედავად ვთანხმდებით, არის მიახლოებული არჩევნები და არჩევნების გაყალბებასთან ერთობლივი ბრძოლა“, -თქვა ქარდავამ.
დღეს, არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრაზე იმსჯელეს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე. ერთ-ერთი ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მეორე - 2024 წლის არჩევნებისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


