პოლიტიკა
არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას დასახელებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
,,24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით.
არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატები შეირჩნენ მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, სხვადასხვა კოალიციებისა და მოძრაობის უპრეცედენტოდ მაღალი ჩართულობით. ამ პროცესში გათვალისწინებული იყო როგორც თბილისში მოქმედი, ასევე რეგიონული ორგანიზაციების პოზიციები.
მისასალმებელია ასევე, სახალხო დამცველის პოზიციაზე ქალი კანდიდატის დაყენება, რადგან არჩევით თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან დაბალია. ნინო ლომჯარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატებთან ერთად, გამოირჩევა პრინციპულობით, მაღალი კვალიფიკაციითა და კარგი რეპუტაციით. იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს, რაც გაზრდის სახალხო დამცველის ლეგიტიმაციას.“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
კავშირი „საფარი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ფონდი ღია „საზოგადოება საქართველო“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


