პოლიტიკა
არასამთავრობოები მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეწყვეტას ითხოვს
მესამე სექტორი მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეწყვეტას ითხოვს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრები აცხადებენ, მათი მონაწილეობის გარეშე, პროკურორის შერჩევის პროცესი ლეგიტიმური ვერ იქნება.
ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არ შეიძლება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, შალვა თადუმაძის წარდგენა, რადგან მისი სახელი "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება და ეს ეჭვქვეშ აყენებს მისი დამოუკიდებლობის საკითხს.
„მთავარი პროკურორის პოსტზე უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადამიანი. ის არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან. ზუსტად ამიტომ ამ პროცესამდეც, როდესაც დასახელდა, პოლიტიკურ ჯგუფთან დაახლოებული პირი ჩვენ მასზეც გვქონდა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რადგან ვფიქრობთ, რომ ის უნდა იყოს პროფესიონალი და არ უნდა ატარებდეს პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს.
რაც შეეხება თადუმაძეს ცხადია, რომ ის არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, -აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
თავის მხრივ, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის სოფო ვერძეულის განცხადებით, საზოგადოებას ახლა აქვს მოლოდინი, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამოუკიდებელი ადამიანი იქნება შერჩეული.
ვერძეულის თქმით, აუცილებელია პროცესი დეპოლიტიზებული იყოს და კანდიდატები არ უკავშირდებოდნენ, რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


