პოლიტიკა
არასამთავრობოები მიმართავენ პარლამენტს, შეცვალოს მანდატების განაწილების წესი და საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შეამციროს
საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში შემავალი 85 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მიმართა. ძირითადი აქცენტი მანდატების განაწილების ახალ წესზე გაკეთდა, რომლის მიხედვით, ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება.
არასამთავრობოების შეფასებით, ეს წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. მათი აზრით, ირღვევა სამართლიანი არჩევნების თანასწორობის პრინციპი.
განცხადებაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი პროპორციული წესით დაკომპლექტდება, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, ბლოკების გაუქმება და მანდატების გადანაწილების წესი საპარლამენტო პლურალიზმს საფრთხეს უქმნიან. არასამთავრობოები მოითხოვენ, ამოქმედდეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესი და საარჩევნო ზღვარი შემცირდეს 3 %-მდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


