უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 მარტი, 2018 17:50
font-size

არასამთავრობოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანება.

ორგანიზაციების შეფასებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები და პოლიტიკური დაპირისპირება აშკარად სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსს, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაგვარონ ადგილობრივი საკითხები.

,,2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც წევრთა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

აღსანიშნავია, რომ მერიის საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთების ცვლილებაზე მსჯელობა მხოლოდ 28 თებერვალის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხერხდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, იგი არალეგიტიმურია. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რასაც მოგვიანებით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების საკრებულოს შენობის წინ მობილიზება მოჰყვა. რა დროსაც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა შეეზღუდათ.

შესაბამისად, არსებული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა და მუნიციპალური სამსახურების გამართული საქმიანობა შეაფერხა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესაბამისი სერვისებით სარგებლობაზე აისახა. აგრეთვე, დაირღვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა შრომითი უფლებები (მათ ბოლო 3 თვის მანძილზე არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება).

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თვითმმართველობის არსსა და მნიშვნელობას და სცდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ვინაიდან მიუხედავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფორმირების პოლიტიკური საფუძველისა, მისი წევრები თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არიან მათი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით და თავიანთ საქმიანობას კანონიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს:
თვითმმართველობის არსისა და მნიშვნელობის შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და კონსტრუქციულ და სამართლებრივ რეჟიმში წარმართონ ერთმანეთთან თანამშრომლობა.

სახელმწიფო ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს:

შეწყვიტონ ჩარევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, რათა საკრებულოსა და მერიას მიეცეთ შესაძლებლობა, თვითმმართველობის არსიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი საქმიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი