პოლიტიკა
არასამთავრობო სექტორს უნდა მივცეთ უფლება, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს - სალომე სამადაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამდაშვილმა მოუწოდა არასამთავრობო ოგგანიზაციებს, დაასახელონ თავისი კანდიდატურა სახალხო დამცველის თანამდებობაზე.
სამადაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის ვერცერთი კანდიდატი ვერ ისარგებლებს საზოგაოდების ნდობით.
„იმისთვის რომ ჩვენმა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ჩვენ გვეყოლება სახალხო დამცველი, რომელიც მართლაც დაიცავს ხალხის, ამომრჩევლებისა და მოქალაქეების ინტერესებს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ჩვენ მიგვეცა, სწორედ არასამთავრობო სექტორისთვის შესაძლებლობა, მათ დაასახელონ საკუთარი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე.
ვფიქრობ, ნებისმიერი კანდიდატურა, რომელსაც დაასახელებს მმართველი გუნდი და შემდეგ, საკუთარი დიდი უპირატესობით, პარლამენტში დაამტკიცებს, ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, როგორითაც შეიძლება ისარგებლოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა. სწორედ ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, რომ დაასახელონ სწორედ საკუთარი კანდიდატი ამ პოსტზე", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამჟამინდელ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


