უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2017 17:50
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკმაოდ დამაფიქრებელი არგუმენტები მოგვახსენეს - ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა, ანა დოლიძემ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დოლიძემ მესამე სექტორზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ 7 ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე ისაუბრეს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსობრივ პრობლემებზე.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკმაოდ დამაფიქრებელი არგუმენტები მოგვახსენეს. საყურადღებოა, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ადგილობრივი არჩევნების წელს ხდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, იყო დარღვევები ხალხთან კომუნიკაციის კუთხით. შესაბამისი ჩართულობა ამ ქალაქების მაცხოვრებლებისა არ ყოფილა. ამავე დროს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში სერიოზული შინაარსობრივი პრობლემებია. ჩვენ მათ დიდი გულისყურით მოვისმენთ, რადგან ეს ის ხალხია, ვინც აღნიშნული საკითხი ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანა დოლიძისთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებს პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე შეხვდა.

მესამე სექტორი ითხოვს პრეზიდენტისგან, რომ მან ვეტო დაადოს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ საქართველოს კანონპროექტში მიღებულ ცვლილებებს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს. ცვლილებების მიხედვით, 14 მუნიციპალიტეტი 7 მუნიციპალიტეტად ერთიანდება, ხოლო 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი ჩამოერთმევა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი