უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მაისი, 2017 13:00
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქის გაუქმების საკითხზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათთვის სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებენ და გადაწყვეტილების ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის გამართვას ითხოვენ.

ამ მიზნით 21 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის გარდა კიდევ ოთხ ქალაქში თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და გორში ჩაატარეს.

"კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარიმართა საზოგადოების წარმომადგენლების და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც მესამე სექტორში აღნიშნავენ, იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას, როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის.

ასევე, მათი თქმით, გარკვეულ ზეწოლას აქვს ადგილი ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, იმ მიზნით, რომ საკრებულოში უმოკლეს დროში განიხილონ და მხარი დაუჭირონ სამინისტროს ამ ინიციატივას.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული ინიციატივის მიმართ სამოქალაქო სექტორის ნეგატიურ დამოკიდებულებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაუმალა მოსახლეობას, რომ ცვლილებათა პაკეტი მზადაა და ეს საკითხი დღის წესრიგში უახლოეს მომავალში დადგება.

მესამე სექტორს დაუშვებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების და განხორციელების პროცესის მომზადება საზოგადოების ზურგს უკან.

ისინი პრეზიდენტს მიმართავენ, დანიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი და ამბობენ, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა ინიციატივის განხორციელებამ მინიმუმ 2022 წლამდე გადაიწიოს.

მიმართვას ხელს აწერს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,’’ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი