საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები სავარაუდოდ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ ბოლო დღეებში, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების პირველი ეპიზოდი მიმდინარე წელს.
„სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები მსგავსი ფაქტების პრევენციის, ზედოზირების დროს საჭირო ქცევის და პრაქტიკების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის;
რაც მთავარია, სახელმწიფოს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია და არ გადაუხედავს ნარკოპოლიტიკის სფეროში საკუთარი პოლიტიკისა და პრიორიტეტებისთვის. უფრო მეტიც, პარლამენტმა პრაქტიკულად უარი თქვა და გააჩერა ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვა და გაახანგრძლივა პრაქტიკაში დადასტურებულად არაეფექტიანი პოლიტიკის არსებობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ დღის წესრიგში, ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მწვავე საკითხები მხოლოდ მძიმე და ტრაგიკული მოვლენების ფონზე აქტიურდება, რაც რაციონალური, არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფების სპეკულაციური და პოპულისტური ნაბიჯები მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზებას და საკითხისთვის სოციალური მნიშვნელობის სრულად გამოცლას იწვევს. ამის ნათელი დემონსტრირება იყო, წინასაარჩევნოდ არაერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ნარკოპოლიტიკის თემით უსარგებლო მანიპულაცია, რამაც მხოლოდ ხელი შეუშალა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმას ქვეყანაში.
უცვლელი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, ფუნდამენტურ პრობლემად რჩება ის, რომ სახელმწიფოს გააზრებული არ აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების და უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის პროცესში.
ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ბოლო პერიოდში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ინქოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ; ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, შექმნას გაფართოებული სამუშაო პლატფორმა, სადაც პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით, განისაზღვრება მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები; სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით; საქართველოს პარლამენტმა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ინოქსიკაციის შემთხვევები მოხდა. 9 დეკემბერს გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჯერჯერობით უცნობი ნარკოტიკული საშუალება გახდა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


