პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, თავი არ აარიდოს მის კონსტიტუციურ მოვალეობას და დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა.
როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, გიორგი მარგველაშვილი კანდიდატურის დასახელებას აღარ აპირებს.
პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ,,ქართული ოცნება" მის მიერ წარდგენილ პირს არ დაუჭერს მხარს. ამ შემთხვევაში კი უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უკვე იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს, რასაც განსაკუთრებულ საფრთხედ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„პასუხისმგებლობა ეკისრება ,,ქართულ ოცნებას" იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არ იყვნენ კონსტრუქციულები ამ ფორმატში და მათ განაცხადეს, რომ არ ჩაერთვებოდნენ კონსულტაციებში. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტსაც იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფლებამოსილი ჯერჯერობით, რომ წარადგინოს კანდიდატი და როდესაც მან ეს კანდიდატი არ წარადგინა და უარი თქვა ამ უფლებამოსილების განხორციელებაზე, რეალურად მან ყველანაირი შანსი გააქრო იმის, რომ კანდიდატი დამტკიცებულიყო,“ - განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა, ოლიკო შერმადინმა.
პრეზიდენტს მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებს ლიბერალური აკადემია - თბილისის დირექტორიც.
როგორც ტუღუში ამბობს, გიორგი მარგველაშვილმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ სასამართლოს ჰყავდეს კარგი თავმჯდომარე.
„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტო მობრუნდება პროცესში, მე ვფიქრობ, რომ მას ექნება სერიოზული მხარდაჭერა,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


