სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერად გადაცემის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერად გადაცემის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურისადმი მიმართვას ავრცელებენ.
,,2018 წლის 15 თებერვალს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხები შეაფასა. ანგარიშში, სხვა საკითხებს შორის, მოხვდა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიასთან - შპს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტი” - დაკავშირებული ორი შემთხვევა.
კერძოდ, აუდიტის დასკვნით, პირველ შემთხვევაში ამ კომპანიას უკუნკურენტო აუქციონის გზით გადასცეს დაახლოებით 3 500 მ2 მიწა, რის შედეგადაც მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში იგივე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის სანაცვლოდ, რომელზეც გზა იქნა გაყვანილი, მუნიციპალიტეტმა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტს” სხვა ტერიტორიაზე გადასცა სამი მიწის ნაკვეთი. პროცესის რამდენიმე წლით გაჭიანურების გამო, კომპანიამ აღნიშნული მიწების ღირებულებებს შორის სხვაობის დასაფარად გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე ეს ყველა პროცედურის დროულად დასრულების შემთხვევაში მოხდებოდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე იკვეთება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ქალაქის ქონებას არაგონივრულად განკარგავდნენ, რაც შესაძლოა „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტთან” გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგიც ყოფილიყო. ამ გარემოებებს კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძემ, სავარაუდოდ სწორედ ამ ანგარიშზე მუშაობის გამო გასულ წელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, რაზეც დღემდე არ დასრულებულა გამოძიება.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოძიება დაიწყოს „ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტისთვის” თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ არამართლზომიერად გადაცემული ქონების ფაქტზე.
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა შედეგები გამოიკვეთა ლაშა თორდიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; მედიის განვითარების ფონდი; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი; ადამიანის უფლებათა ცენტრი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


