უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივნისი, 2018 13:25
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, მართლსაჯულების სისტემაში ძირეული ცვლილებები განახორციელოს

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მთავრობას მიმართავენ, მართლსაჯულების სისტემაში ძირეული ცვლილებები განახორციელოს.

"ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ სალარიძის და დადუნაშვილის ოჯახებს.

მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას არ უკავშირდება და ის უფრო ფართედ უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისა და სოციალური პოლიტიკის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატულებაა"-აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების შეშფოთება პირველ რიგში გამოწვეულია სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური სტანდარტების უგულებელყოფის პრაქტიკებით.

ამ ეტაპზე შექმნილი კრისიზული ვითარება მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პოლიტიკური ნების გამოვლენას დაგროვილი სისტემური პრობლემების რეალური, დროული და ძირეული აღმოფხვრისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

1. უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის, მათ შორის, ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის სავარაუდო შემთხვევების, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯა. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საქმის მასალების დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის გადაცემა და გაუმჟღავნებლობის ვალდებულების მოხსნა;

2. არსებითია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობისა და ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულის გამოძიების შესწავლით და მისმა მანდატმა მოიცვას ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მძიმე საქმეები (მათ შორის, აფგან მუხთარლის საქმე, თ. მაჩალიკაშვილის საქმე), სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კრიტიკულად დადგა;

3. დაუყოვნებლივ დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება;

4. უზრუნველყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფართო ჩართულობით წარმართვა, რათა კონსენსუსური გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნას მიუკერძოებელი კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული ხელისუფლებასთან ან მმართველ პარტიასთან და ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით;

5. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაახლოს მუშაობა ეფექტური და რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან ერთად, აღჭურვილი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიერთებაზე.

6. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების რეალური ნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული რეფორმა", - ნათქვამია16 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ეს ორგანიზაციებია:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ღია საზოგადოების ფონდი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
თანასწორობის მოძრობა
თემიდა
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედია განვითარების ფონდი (MDF)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი