უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 აპრილი, 2017 18:40
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩინჩალაძის მოსამართლედ გამწესებას ეწინააღმდეგებიან

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ მიიღოს მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართელდ გამწესების გადაწყვეტილება.

მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა. მას მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა ეწურება. მიხეილ ჩინჩალაძემ უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 25 აპრილს გაიარა.

"ჩვენ დავინტერესდით, რამდენი საქმე განიხილა: 2014 წელს 2 კერძო საჩივარი, 2015 წელს 1 კერძო საჩივარი, 2017 წელს 17 საკასაციო საჩივარი, 1 კერძო საჩივარი და 2 განსჯადობის საქმე. ჯამში მონაწილეობა მიიღო 250 საქმის განხილვაში (246 ადმინისტრაციული, 2 სამოქალაქო 2 სისხლი), რაც 10 წლის მანძილზე თვეში 2 საქმეა. სხვა მოსამართლეები თვეში 50-55 საქმეს განიხილავენ, 25-ჯერ მეტს. მიხეილ ჩინჩალაძეს საქმეების უმრავლესობა, 88 % - 220 საქმე, განხილული აქვს 2007-08 წლებში. გაურკვეველია, როგორ უნდა შემოწმდეს კანდიდატის კომპეტენტურობა.

ეს ვერ იქნება გამართლებული ადმინისტრაციული ფუნქციების (უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) განხორციელებით. მზია თოდუამ, რომელიც ასევეა თავმჯდომარის მოადგილე და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, 5-ჯერ მცირე დროში 2-ჯერ მეტი საქმე განიხილა, რომ აღარაფერი ვთქვათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე.

მოსამართლე, რომელიც არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, არ იმსახურებს განმეორებით მოსამართლედ გამწესებას და წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მესამე სექტორი უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეების მიერ განხილული საქმეების სტატისტიკასაც ავრცელებს:

ვასილ როინიშვილი - 2009 წლის 18 დეკემბრიდან დღემდე - 4 830 საქმე

მაია ვაჩაძე - 1999 წლის 20 ივლისიდან დღემდე - 8 640 საქმე
ეკატერინე გასიტაშვილი - 2015 წლის 15 ივნისიდან დღემდე - 656 საქმე
ნუგზარ სხირტლაძე - 1999 წლის 20 ივლისიდან დღემდე - 7 159 საქმე
პაატა სილაგაძე - 2008 წლის ოქტომბრიდან დღემდე - 12 290 საქმე
გიორგი შვლიაშვილი - 2010 წლის 18 ივნისიდან დღემდე - 6 527 საქმე
პაატა ქათამაძე - 2010 წლის 18 ივნისიდან დღემდე - 4 416 საქმე
ბესარიონ ალავიძე - 2011 წლის 22 თებერვლიდან დღემდე - 6 087 საქმე
ნინო ბაქაქური - 2014 წლის 29 ოქტომბრიდან დღემდე - 1 235 საქმე
ზურაბ ძლიერიშვილი - 2014 წლის 29 ოქტომბრიდან დღემდე - 1 720 საქმე
მზია თოდუა - 2015 წლის 12 ივნისიდან დღემდე - 575 საქმე
ნინო გვენეტაძე - 2015 წლის 20 მარტიდან დღემდე - 1 825 საქმე

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი