უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ნოემბერი, 2019 14:20
font-size

არასამთავრობო ორგანიზაციები 20-21 ივნისის საქმეზე სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას, დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ, 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულები დაზარალებულად ცნოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც არასამთავრობოები ასევე ითხოვენ, საქმეზე სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

„ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 პირი დაზარლდა, მათ შორის - 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული - 4 პირს.

დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა, ასევე, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა დაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 4 სამოქალაქო პირს აქვს მინიჭებული. სხვა პირებთან ერთად, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე, უარი უთხრა მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს, რომლებმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგეს თვალი. დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული ჟურნალისტებს, რომლებმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, მაგალითად, თამარ ბაღაშვილს, დაზარალებულის სტატუსი არ აქვს არც ირაკლი ხვადაგიანს, რომელმაც დაზიანება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

პარალელურად, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში, აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 67 თანამშრომელი დაზარალებულად არის ცნობილი.

პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ერთის მხრივ, პროკურატურა ადასტურებს, რომ ,,მითითებულმა პირებმა დაზიანება 20-21 ივნისს, საპროტესტო შეკრების შეწყვეტისას მიიღეს და საქმეზე მოპოვებული სამედიცინო დოკუმენტაცია/ინფორმაცია ადასტურებს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებს“, თუმცა, ამას არ მიიჩნევს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძვლად და ელოდება ექსპერტიზის შედეგებს. პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, მნიშვნელოვანია ექსპერტიზამ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და მექანიზმი, აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების კონკრეტული ვითარება და საფუძვლები. დაზარალებულ 16 პირს სტატუსის მინიჭებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა.

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით არ დგინდება, რომ ჩადენილია დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი. მაკო გომურისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ ,,სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, აქედან გამომდინარე მას არ აქვს ეს სტატუსი“.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არსებული კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იყვნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღეს, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს.

სასამართლოსა და პროკურატურის მოქმედებები ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ სურს აღიაროს ის ზიანი, რაც სამართალდამცავთა მხრიდან 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს მიადგათ, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების მიმდინარეობის მთლიან პროცესს. გამოძიების პროცესში დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და დაზარალებულად ცნობით პირს ეძლევა საქმის მასალებზე წვდომა. აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში, ასევე წარმოადგენს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას.

მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას - დაუყოვნებლივ მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი ყველა იმ პირს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად დაზიანდნენ; მიმდინარე საქმეზე დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება(ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); მწვანე ალტერნატივა და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი