უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ოქტომბერი, 2025 19:28
font-size

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„მინდა, პირველ რიგში, ვუპასუხო, შევეხმიანო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომ სამართლიანი, არაჩვეულებრივი არჩევნები, რაც ხვალ ჩატარდება. ამავე დროს, დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ორივე მხრივ ეს არის ტყუილი. არანაირი სამართლიანი, თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება. ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა, რომელიც გამოდის ქუჩაში მშვიდობიანად, გამოდის უკვე სამას დღეზე მეტია - რეალურად, ფაქტობრივად, უკვე ერთი წელი, რამეთუ პირველი გამოსვლები დაიწყო არჩევნების მერეც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს. ხალხი, ვინც გამოდის, რომ მიიღოს, თავისი ხმა უკან დაიბრუნოს, დაიბრუნოს არჩევნები, ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით რაც ხვალ ჩატარდება. არც თავისუფალია, არანაირი გამოგლეჯის შანსი არ არსებობს, არც რამის გამოსწორების შანსი არ არსებობს.ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი რუსეთშიც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეჟიმი მას შემდეგ, რაც მან არჩევნებით რამდენიმე პარტიის დისკრედიტაცია მოახდინა, ცდილობს „ვითომ რადიკალიზმის გაერთიანებით“ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს.

ზურაბიშვილის თქმით, ხვალ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას და იქნება აქციაზე.

"შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტყუილი იყოს ის, რასაც კობახიძე წინასწარმეტყველებს, რომ დამხობის მცდელობა იქნება, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული, ესეც არის ფარსი და შეურაცხყოფა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ამ დღეების მანძილზე, ერთი წლის მანძილზე მედეგობა გამძლეობა და თავისი უაღრესად მშვიდობიანი გამოსვლა. არცერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა და არანაირი მცდელობა. 200 000 კაცი გამოდიოდა და ხვალაც შეიძლება ბევრი გამოვიდეს, აჩვენა მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება უაღრესად მშვიდობიანად წინააღმდეგობის გამოხატვა. ეს არის ძალიან დიდი მაგალითი და ჩვენ ამით ვართ პარტნიორებთან ცნობილი, ამით არის, რომ დავიმსახუროთ მათი მხარდაჭერა და რეჟიმის იზოლირება.

არ შეიძლება ეს ყველაფერი ვითომც მოდელირებული დამხობით დაამთავრო. ეს არის მცდელობა, იმის მერე, რაც რეჟიმმა დისკრედიტაცია მოახდინა რამდენიმე პარტიის არჩევნებით და მცდელობა იმისა, რომ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს ამ რაღაცა ვითმ რადიკალიზაციის დიდ გაერთიანებაში, რაც მთავარია, ამით ჩააქროს დიდი მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დღემდე მოდის და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ძალა და ეს არის ის ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმ, ვერაფრით. ზოგჯერ ბევრი ხალხია, ხან მეტი ხან ნაკლებ, მაგრამ ვერ მოერია, რადგან ვერ გამოიყვანა წყობიდან, რომელიც დგას და იდგება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ დაკმაყოფილებას იმ მთავარი მოთხოვნების რომელიც რჩება - საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანად რეჟიმის შეცვლა, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი.

არანაირი მესამე რესპუბლიკა, ჯერ ერთი მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 1991-ში და აღვადგინეთ იმ პირველი კონსტიტუციის საფუძველზე, ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნაც კარგი რამეა.

ასე რომ, ეს ყველაფერიც არის ფარსი. ჩვენ არ უნდა აგვიყვანონ და გადაგვიტანონ ამ რეჟიმში. ყველანი ვიყოთ მშვიდად, მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალ მშვიდობიან აქციაზე. როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და ვიქნები ვიდრე საჭირო იქნება. და ბოლომდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი