პოლიტიკა
არანაირი ბანაკები არ შეიძლება გაიხსნას საქართველოში, სადაც საკუთარი სამასი ათასი ლტოლვილია - დავით თარხან-მოურავი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის ინიციატივას ლტოლვილთა ცენტრების ევროკავშირის ფარგლებს გარეთ განთავსების თაობაზე დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ირმა ინაშვილმა იმ რისკ-ფაქტორებზე ისაუბრა, რაც მისი მოსაზრებით, მსგავსი იდეის განხორციელებას შესაძლოა მოჰყვეს. მისი განცხადებით, ლტოლვილთა შემაკავებელი ბანაკების შექმნა საქართველოს ბუფერულ ზონად გადააქცევს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.
დღევანდელ ბრიფინგს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დავით თარხან მოურავიც ესწრებოდა.
,,გვესმის, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ლიბიაში, სირიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც დაძაბული, საომარი მდგომარეობაა. ყველას გვესმის, რომ უამრავი ლტოლვილია. უკვე საუბარია მილიონ ნახევარ ლტოლვილზე, თუმცა უახლოეს პერიოდში ორნახევარი მილიონი სახელდება და სამი მილიონიც კი.
გვესმის, რომ ევოპაში ამ კუთხით არის მძიმე ვითარება და ისინი ეძებენ გამოსავალს, მაგრამ არავინ არ უნდა იფიქროს, რომ საქართველო შეიძლება იყოს ეს გამოსავალი’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მისი თქმით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში საუბარია ლტოლვილების შემაკავებელ ბანაკებზე.
,,მსგავსი ბანაკების შექმნა ქვეყანაში იქნება დაძაბულობის ახალი წყარო. მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ ყველას, პირველ რიგში კი ხელისუფლებას, ესმის, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ბუფერული ზონა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ არანაირი ბანაკები, რაც არ უნდა დაერქვას მას, არ შეიძლება გაიხსნას საქართველოში, ქვეყანაში, სადაც საკუთარი, სამასი ათასი ლტოლვილია, რომელთა პრობლემები დღემდე მოუგვარებელია,“-განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
,,პატრიოტთა ალიანსი’’ მოუწოდებს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საჯარო განცხადება გააკეთოს და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მკაფიო განმარტებები მიიღოს მისი განცხადების თაობაზე.
თავის მხრივ, როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამჟამად ამავდროულად არის ეუთო-ს მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა. საქართველოში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო და ლტოლვილთა არაერთი დასახლებაც მოინახულა.
„საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია თავისუფალ რეჟიმში აქვს სებასტიან კურცთან.
აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური, საჯარო განცხადება გააკეთოს კურცის ამ განცხადებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მიმართოს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მისგან მკაფიო განმარტებები მიიღოს. მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას ექნება ძალიან მტკიცე პოზიცია და მსგავსი ტიპის იდეის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი. მით უფრო, რომ ამას არც ევროკავშირი და არც რომელიმე ევროსტრუქტურა, ჩვენ, როგორც ასოცირებულ წევრებს არ გვავალდებულებს“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
დევნილთა ცენტრის საქართველოში გახსნის თაობაზე მინიშნება, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა. სებასტიან კურცი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან იძულებით გადაადგილებული პირების განთავსების ცენტრები ეგვიპტეში, ბალკანეთსა და საქართველოში უნდა შეიქმნას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


