პოლიტიკა
არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ადგილი არა აქვს - კობა ნარჩემაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ კონსულტაციებში მონაწილეობაზე. საქმე ეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების დაწყებას.
დეპუტატის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. მან ოპოზიციას კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„არანაირ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ადგილი არა აქვს. კრიზისების დროს არჩევნები არ ტარდება და 400 ათასით არ იგება არჩევნები. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე უბრალოდ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მთავარ დოკუმენტს - კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორი წესით უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები,“ - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ პარტიას ულტიმატუმი წაუყენა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოითხოვა და „ქართულ ოცნებას“ 16 დეკემბრამდე დრო მისცა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


