უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 დეკემბერი, 2025 16:29
font-size

არაფორმალური ძალა, რომელიც „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აკოორდინირებს პოლიტიკურ პარტიებს, შეშფოთებულია საქართველოში 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლით - ირაკლი კობახიძე

არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ აკოორდინირებს პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას.

„ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ყველა საკვანძო საკითხი ცნობილია. ერთობლივი კომპანია ფუძნდება, ჩვენი წილი აქედან არის 33,3%, მიწის გასხვისების უფლება არ აქვს ამ ერთობლივ კომპანიას და მის საკუთრებაშია ეს მიწა. თვითონ მიწას თავისი ავტონომიური დატვირთვა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებელი და იქ აშენდება გარკვეული ნაგებობები და ის მიწა იქნება დამაგრებული კონკრეტულ ნაგებობებზე, ანუ თავისი ავტონომიური დატვირთვაც არ ექნება. სხვა ყველაფერი სპეკულაციაა. რაც შეეხება განაშენიანებას, ეს ყველაფერი გავა საკრებულოების სხდომებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ყველა დეტალი. ეს არის აბსოლუტურად კომერციული შეთანხმება. რაზეც საუბრობენ, თითქოს მეჩეთები უნდა აშენდეს, არცერთ ასეთ დეტალს არ შეიცავს ეს ხელშეკრულება. ყველაფერი არის სპეკულაციები. ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს აკოორდინირებს ამ პოლიტიკურ პარტიებს, არის შეშფოთებული იმით, რომ საქართველოში უნდა შემოვიდეს 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. მოლდოვას ისედაც გავასწარით 12,5 მილიარდი დოლარით, ასეთი პროექტი კი ხელს შეუწყობს ამ სხვაობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ამით არის შეშფოთებული ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს საქართველოში მართავს ამ უცხოურ აგენტურას. ესენი არიან: „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. ერთი ხელიდან იმართება ის პროცესი, რომელიც მიმართულია ამ სტრატეგიული პროექტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი