პოლიტიკა
არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისი ბორდის დაკომპლექტების წესთან პარლამენტს - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს და თავმჯდომარეს ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა ირჩევდნენ და არა პარლამენტი.
შესაბამისი განცხადება მან მედიაში გავრცელებული მოსაზრების კომენტირებისასა გააკეთა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი პარლამენტმა უნდა აირჩიოს.
„მთლიანად არის შესაცვლელი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი. არაფერი ესაქმება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისი ბორდის დაკომპლექტების წესთან პარლამენტს. უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მე რომ შემეძლოს და ძალა მქონდეს უმრავლესობის, აუცილებლად შევცვლიდი საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს - ის უნდა იყოს ჟურნალისტების ხელში. ჟურნალისტური გაერთიანებები უნდა არჩევნდნენ ბორდს და არა პარლამენტი; ასევე დირექტორსაც. ამიტომ არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ აცდა პოლიტიკურ ზეწოლას და წნეხს. და იქ არის სხვა დინებები, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გავლენები იგრძნობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ის უნდა იყოს თავისუფალი და თავისუფლება შენარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტები აირჩევენ ბორდსაც და მენეჯერსაც“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


