პოლიტიკა
არაერთხელ გაიგზავნა უწყება ზაზა ოქუაშვილის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, თუმცა ის ამ დრომდე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე - პროკურორი
„ომეგა ჯგუფის“ საქმის პროკურორმა გიორგი ოსაძემ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ კომპანიის ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის დაკითხვა დისტანციურად მოხდეს, უპასუხა, რომ ბრალდების მხარე და გამოძიება ვალდებულია, ყველა მტკიცებულება მოიპოვოს კანონის შესაბამისად, რათა აღნიშნული მტკიცებულება შემდგომში არ გახდეს დაუშვებლად ცნობის საფუძველი.
პროკურორის ინფორმაციით, არაერთხელ გაიცა უწყება ოქუაშვილის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, რაზეც ის უარს აცხადებს.
„ვინაიდან გამოძიების მხრიდან გამოიკვეთა ზაზა ოქუაშვილის დაკითხვის აუცილებლობა, არაერთხელ იყო გაგზავნილი უწყება მისი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ, თუმცა იგი ამ დრომდე უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში მოსვლაზე და აგრეთვე სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. ბრალდების მხარე და გამოძიება ვალდებულია, ყველა მტკიცებულება მოიპოვოს კანონის შესაბამისად, რათა აღნიშნული მტკიცებულება შემდგომში არ გახდეს დაუშვებლად ცნობის საფუძველი. მოსამართლის პრეროგატივაა, რას ცნობს დაუშვებლად და რას არა“, - აღნიშნა ოსაძემ.
შეგახსენებთ, “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


