პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია - დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 8 აპრილს ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობას საქართველოსა და საემიროებს შორის ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ქართულმა მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საემიროების ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისა და კეთილი დამოკიდებულებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე რეფორმებსა და მიღწევებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე პოზიტიურად შეფასდა მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ახალ, მნიშვნელოვან საფეხურზე გადავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


