პოლიტიკა
არაა მართებული, რომ გადაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ჯიბეში გადავიდეს - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის თქმით, უმრავლესობის ინიციატივა იმაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისას გადაუნაწილებელი მანდატები არჩევნებში გამარჯვებულ პარტიაში გადავა, შესწორებას საჭიროებს.
მენაბდის თქმით, საჭიროა ისეთი მოდელის მიღება, სადაც პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობა ლოგიკურად ასახავს არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობას.
„აქ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, რომლებიც, საბოლოო ჯამში, არცთუ ისე უმნიშვნელო გავლენას ახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებსა და ძალთა გადანაწილებაზე. ერთ-ერთი მათგანი მანდატების გადანაწილებაა. უმრავლესობის ინიციატივა მე არ აღმიქვამს მაინცდამაინც ულტიმატუმად, აქ ცხარე დისკუსია გაიმართა ამ საკითხზე, მე კი მგონია, რომ შემოთავაზებული ფორმულა, რომელშიც გადაუნაწილებელი მანდატები გადადის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ჯიბეში, არ არის მართებული და საჭიროა ამ პრინციპის შერბილება იმისათვის, რომ არ მივიღოთ ვითარება, რომ მნიშვნელოვანი არაპროპორციულობა დადგეს მიღებულ მხარდაჭერასა და მანდატებს შორის“, - განაცხადა მენაბდემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარეობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებული სხდომა, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სავარაუდო გაუქმების გარდა მსჯელობენ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასა და პარლამენტის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


