პოლიტიკა
არაა გამორიცხული, ვეტოს შემთხვევაში პრეზიდენტის შენიშვნები გავითვალისწინოთ „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტს, პარლამენტმა მისი მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინოს.
„პრეზიდენტი თუ მიიღებს ვეტოს დადების გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს რომ კონკრეტულ შენიშვნებს გამოუგზავნის პარლამენტს. თუ კი პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ამ შენიშვნებს ჩავხედავთ და თუ პარლამენტისთვის მისაღებია, არ არის გამორიცხული ამ შენიშვნების გათვალისწინება მოხდეს“, -თქვა ჩუგოშვილმა.
მან აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო უმრავლესობაში.
„მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტშიც ბევრი დისკუსია იყო. პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ შეიცვალა. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდან სახელდებოდა, როგორც პრობლემა, მათ შორის კომერციული რეკლამისა და სტარტაპების ნაწილი, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკებების დროს ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრიბად გადამუშავდა, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ამიტომ პარლამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ის ხელს მოაწერს თუ არა კანონპროექტს“, -განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს შეხვდება „მაუწყებლის შესახებ“ კანონზე სალაპარაკოდ.
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, 6-ის წინააღმდეგ 14 დეკემბერს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მაუწყებლისთვის უფლებამოსილების გაფართოებას, არხზე კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას, ოღონდ შეზღუდვა ვრცელდება პრაიმ ტაიმზე (19-დან 24 საათამდე).
საკანონმდებლო ცვლილებებით ერთმანეთს ემიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვე საბჭოს უფლებამოსილებები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


