პოლიტიკა
არა ოკუპაციას! - „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა
დღეს თბილისის პარალმენტთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია „არა ოკუპაციას“ გამართა. შეკრების მონაწილეებმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.
შეკრებილებმა სიმბოლურად მავთუხლართები აღმართეს და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდეს.
აქციას ესწრებოდა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ხელისუფლება ჩუმი რეაგირების რეჟიმში იმყოფება.
„რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის შელახვას. აქ ხდება ადამიანური ტრაგედია. საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გარდა, ეწირებიან ადამიანები, მათი სახლები და მიწები. ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთლიანად ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა. მაგრამ ჩვენს ნაცვლად არავინ მიხედავს ჩვენს უსაფრთხოებას, თუ საზოგადოება და ჩვენი მთავრობა აქტიურად და მკაფიოდ არ იზრუნებენ იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩავრთოთ. ჩვენი ხელისუფლება ჩუმი რეაგირების რეჟიმშია“, - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, 4 ივლისს გორის რაიონ სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ძალებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, რის გამოც 10 ჰექტარი მიწა ოკუპაციის ხაზს მიღმა აღმოჩნდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


