პოლიტიკა
„არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ - აგრესიული შინაარსის ბანერები ბიზნესმენ ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთითაა გაკეთებული
თბილისში გამოჩენილი აგრესიული შინაარსის ბანერები წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელის ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთითაა გაკეთებული. ეს თავად მეგუთნიშვილმა დაადასტურა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში.
ბინესმენმა ამაში 50 000 ლარზე მეტი დახარჯა.
მეგუთნიშვილის თქმით, ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. ბიზნესმენმა დაამატა, რომ პირები, ვინც მაშინ მას თანხა გამოსძალეს, ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.
მეგუთნიშვილის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ ბანერებთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ დეტალს მისგან დამოუკიდებლად მირიან ყარაულაშვილი აგვარებდა.
„ჯერ კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, ვინც ჩემს დაჭერაში მიიღო მონაწილეობა. ის ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს. ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთ პიროვნება, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მირიან ყარაულაშვილი. მე ჩემი ფეხით მივედი. 10 დღეზე მეტია დავდივარ თბილისში კონსულტაციებზე. მე ვთხოვე, ამ 50 ათასი ლარის ფარგლებში მინდა, რომ შევწირო. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით“, -განაცხადა ბიზნესმენმა.
გუშინ თბილისში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით „ არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ , რომლებზეც წითელ არიან გამოსახული მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


