პოლიტიკა
არა მგონია, კადაფზე მეტი ფული გქონდეს! - გია კორკოტაშვილი ბიძინა ივანიშვილს
„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.
„როგორც ღმერთ-კაცად გიყურებდა მთელი ერი, როცა მიშა- ტირანის წინააღმდეგ დაიწყე ბრძოლა, ყველაფერი დაივიწყა ხალხმა - შენი დაფინანსებული ყველა დარბევა, ნაცებთან შენი ყველა ალიანსი, მარტო სიკეთეს ხედავდნენ შენში და იმედიც ჰქონდათ, რომ ერთად ავაშენებდით ნორმალურ, სხვისგან არაფრით განსხვავებულ ქვეყანას!
დასაწყისშიც, როცა სამართალი არ სრულდებოდა, ხალხში ლაპარაკი მიდიოდა ,,შენ იცი, ბიძინას რუსეთში რას ეძახიან? УДАВ-ს, მაგან იცის, როგორ ნელ-ნელა უნდა ,,გაჟიმოს" ნაცებიო", შენ ნაცებს კი არა, ნაციას ჟიმავ თურმე!
მეორე ტურის წინ მახსოვს, შენი ნაცრისფერი სახე და თმები რომ ერთი ფერისა გქონდა!
ვთოხლეთ ქართველმა ერმა?
არა მგონია, ჩვენ დიდსულოვნები ვართ! ისიც კარგად ვიცით, რომ აურზაური კარგს არაფერს მოუტანს ჩვენ სამშობლოს!
აბსოლუტურად ყველა დრო ამოიწურა, საქართველო უფსკრულისკენ მიექანება და შენ ვერაფერს ვერ შვრები. ან არ იცი რა გააკეთო ან შეგნებულად მიგყავს ესე პოლიტიკა იმიტომ, რომ შეკვეთა გაქვს შენი ,,იმამებიდან". არცერთი არ გვაწყობს ჩვენ!
იმდენი გააკეთე, რომ ნაციონალების ნათქვამი ,,ეს კაცი ღუპავს ქვეყანასო" არადა სიმართლეა, ჩვენთვის მიუღებელი მარტო იმიტომ იყო, რომ ნაცები ამბობდნენ ამას, დიაგნოზი ზუსტად დასვეს!
სასამართლოს, პოლიციისა და ძალოვანების შენ განკარგულებაში ყოფნა, რაზეც თავს არ იზოგავ, ვერ იქნება შენი აქ პარპაშის გარანტი. თან არა მგონია, კადაფზე მეტი ფული გქონდეს!
ყველაზე ცუდი რაც გააკეთე: შენ ბევრჯერ მოატყუე შენი ხალხი, ,,გადააგდე", რაც დაპირდი, არ აუსრულე და მივხვდით, რომ გულწრფელი არა ხარ!
შენი გარემო ნათელს ხდის რა კონტიგენტი გიყვარს!
ასე რომ, უფლებას იტოვებს ღირსეული ხალხი, ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ხმა აღიმაღლოს იმ უზნეობებზე, რაც ხდება ქვეყანაში!!!
ყველას ღირსებას ვერ იყიდი ღმერთმა დაგვიფაროს!!!“, - დაწერა კორკოტაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


