სამართალი
არ ვთვლით, რომ შესაწყალებლები ვართ - არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი - გურამ რჩეულშვილი
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებულის გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ჯერჯერობით არ მიმართავენ.
ამის შესახებ გურამ რჩეულიშვილმა მედიას ცენტრ პოინტის საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე მორიგი პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, იმისთვის რომ შეწყალება მოითხოვო, თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე.
”შეწყალებაზე მიმართვისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან მაინც ვფიქრობთ, რომ პრობლემა გლობალურად არის მოსაგვარებელი და არა კონკრეტულად ერთ ეპიზოდზე მიმართვა შეწყალებისთვის. შესაწყალებლებიც არ ვთვლით რომ ვართ - არც დედაჩემი და არც დეიდაჩემი. მიგვაჩნია, რომ იგივენაირი დაზარალებულები ჩვენც ვიყავით, როგორც კლიენტები. ჩვენ დაგვაზარალა რაღაც მოვლენებმა, რომელიც უფრო გლობალური იყო. თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე შეწყალებაზე რომ მიმართო პრეზიდენტს და ჩვენ ამ პოზიციაში არ ვართ”, - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი მისი ოჯახის გარშემო შექმნილი პრობლემების მოგვარება და დაზარალებულთა დაკმაყოფილებაა, ხოლო შეწყალებაზე ფიქრი, მეორეხარისხოვანია.
ის რომ მაია რჩეულიშვილმა პრეზიდენტს შეწყალებაზე შესაძლოა მიმართოს, მედიასთან საუბარში ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის მორიგი პროცესი გაიმართა, რომელზეც ადვოკატებმა „მაგნოლიაში“ მცხოვრები მოსახლე დაკითხეს.
მოწმეს განცხადებით, კი იგი თავს დაზარალებულად არ ცნობს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


