სამართალი
არ ვცნობ თავს დამნაშავედ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
"არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში", - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდმინარე სხდომაზე, მოსამართლის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც, გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. სწორედ აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
ცნობისათვის, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


