პოლიტიკა
არ ვიცი რუსთავი 2-ის სამართლებრივი და პოლიტიკური მფლობელი ვინ არის - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის უცნობია, რუსთავი2-ის სამართლ;ბრივი თუ პოლიტკური მფლობელი ვინ არის, თუმცა იცის, რომ რუსთავი2-ის, „იმედის“, „მაესტროს“, „კავკასიის“ და ყველა სხვა ტელეკომპანიის პროდუქტის მფლობელი არის საზოგადოება.
ამის შესახებ მარგევლაშვილმა „იმედის დროში“ განაცხადა.
"არ ვიცი, რუსთავი 2-ის სამართლებრივი მფლობელი ვინაა. არც ის ვიცი, ვინაა პოლიტიკური მფლობელი, მაგრამ ვიცი, რომ რუსთავი 2-ის, „იმედის“, „მაესტროს“, „კავკასიის“ და ყველა ტელეკომპანიის პროდუქტის მფლობელი არის საზოგადოება", -განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მისთვის უცნობია, თუ როდის და რატომ შეიცვალნენ რუსთავი 2-ის მფლობელები.
"მე ბიზნესწილების დავაში არ ვმონაწილეობ. აქ იმ საზოგადო სიკეთეზეა ლაპარაკი, რასაც თქვენ - ტელევიზიები ქმნით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსთავი 2-ის გაჩერებით ქვეყნის დემოკრატია დარტყმის ქვეშ დადგება.
"რუსთავი 2-ის გაჩერებით ჩვენ ძალიან დიდი დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს. ორივე უაღრესად მნივნელოვანია. რუსთავი 2-მა დააფიქსირა, რომ ის არის პროდასავლური არხი. ეს ძალიან მნიშვნლოვანია. სწორედ ამიტომ სენსიტიურობა რუსთავი 2-ის მისამართით იზრდება", - თქვა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა, 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევა გაიხსენა და განაცხადა, რომ 2007 წელს მან თქვა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილისთვის ტრაგიკული შემთხვევა იყო.
"2007 წელს, როცა ტელეიმედი დაარბიეს, ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის ტრაგიკული შემთხვევაა, რომლისთვისაც ის გადაიხდის და ასეც მოხდა. 2012 წელს ჩვენ მოვედით და ვთქვით, რომ დამთავრდებოდა მოსმენები, შანტაჟი, დაპატიმრებები და ა.შ. 2012 წლის მერე ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ მიდგომა, მაგრამ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის მოპოვებული სამუდამოდ, ამიტომაც მუდმივად უნდა ვიყოთ ფხიზლად",-განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსთავი 2 ერთადერთი თავისუფალი ფანჯარა მედიაში, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ის ყველა ტელეკომპანიის ეთერში თავს თავისუფლად გრძნობს.
„მე არცერთ ტელევიზიაში არ მიგრძვნია, რომ არათავისუფალ გარემოში ვარ. ჩვენთვის იქნებოდა მართლაც სერიოზული პრობლება, თავისუფლების კუნძულები რომ არსებობდეს ან მხოლოდ ერთი არხი იყოს თავისუფალი“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


